უმარტივესები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:38, 7 აპრილი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
უმარტივესები – (Protozoa; ბერძნ. protos პირველადი + zoon ცხოველი), ერთუჯრედიანი ცხოველების ტიპი.
მრავალუჯრედიანი ცხოველების უჯრედების მსგავსად უმარტივესების სხეული რთული აგებულებისაა, მაგრამ მათ გააჩნიათ ჩვეული ორგანელები: ციტოსტომა, შოლტები, წამწამები, კონოიდი და ა.შ. მრავლდებიან უსქესო და სქესობრივი გზით. უმარტივესების ტიპი 25 ათასზე მეტ სახეობას მოიცავს, მათგან 3,5 ათასი – ადამიანის, ცხოველის და მცენარის პარაზიტია.