უნცინარია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:41, 7 აპრილი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
უნცინარია – (Uncinaria; ლათ. uncinus მრუდე, გაღუნული), ნემატოდების გვარი; მიეკუთვნება Strongylata-ს ქვერაზმს.
Uncinaria stenocephala (ბერძნ. stenos ვიწრო + kephale თავი) – სახეობა, პარაზიტობს ხორცისმჭამელთა წვრილ ნაწლავებში.