ცესტოდები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:29, 7 აპრილი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ცესტოდები (Cestoda; ბერძნ. kestos ლენტი, ბაბთა + eidos მსგავსი, გარეგნობა) – ლენტისებრი ჭიების კლასი; მიეკუთვნება Plathelminthes-ის ტიპს. ცესტოდების სხეულის შემადგენელია თავი (სკოლექსი), ყელი და სტრობილა, რომელიც, თავის მხრივ, წარმოდგენილია ცალკეული ნაწევრებით (პროგლოტიდები). ცესტოდები ჰერმაფროდიტები და ბიოჰელმინთები არიან.