მანდუკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:13, 10 აპრილი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მანდუკი — (ლათ. manducus, mando – ვღეჭავ), ძველრომაული სოფლის ტრადიციული ფარსების გროტესკული პერსონაჟი. მანდუკის ნიღაბს ჰქონდა ფართოდ დაღებული პირი, დიდი და მოძრავი ყბები, რომლებსაც ერთმანეთზე აცემინებდა. ვარაუდობენ, რომ მანდუკის ნიღაბს იყენებდნენ ატელანებიც.