გონგორიზმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:37, 10 აპრილი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გონგორიზმი – (ესპ. Gongorismo), XVII საუკუნის ესპანური ბაროკოს სტილის (მანიერიზმის ხაზით) განშტოება პოეზიაში, რომლის ფუძემდებელი იყო გონგორა-ი-არგოტე. თვითონ გონგორა ელიტის, რჩეული საზოგადოებისთვის გამიზნულ ლიტერატურას უწოდებდა კულტერანიზმს (culteranismo).
გონგორიზმისთვის დამახასიათებელია „წმინდა ფორმის“ თაყვანისცემა, მეტისმეტი მწიგნობრულობა, პედანტურობა, ანტითეზები, მეტაფორები, მითოლოგიური მინიშნებები, ლათინურიდან და სხვა ენებიდან ნასესხები ინვერსიები, სინტაქსური ნორმებიდან გადახვევა. გონგორამ პოეზიაში შეიტანა ბუნდოვანი, ე.წ. „ბნელი სტილი“. გონგორიზმი ტიპოლოგიურად ენათესავება ინგლისურ მეტაფიზიკურ სკოლას, ფრანგულ პრეციოზულ ლიტერატურას, იტალიურ მარინიზმს, გერმანულ მეორე სილეზიურ სკოლას და სხვ.