მასხარაბაზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:30, 10 აპრილი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მასხარაბაზი – (ტაჯ. „მასხარა“ – კომიკოსი, „ბოზ“ „ბაზ“ – თამაში) – ტაჯიკური ხალხური თეატრის მსახიობი, მოედნის კომედიანტი ღარიბთა ფენიდან; მათ შორის იყვნენ მოყვარულები, ნახევრადპროფესიონალები და პროფესიონალები. ეცვათ ძველებური საყოფაცხოვრებო კოსტიუმი, გრიმს ცვლიდა მური ან საღებავი, იყენებდნენ კვახის ქერქისგან შექმნილ ნიღბებს. ახასიათებდათ სარკაზმი, იყენებდნენ გროტესკს, ჰიპერბოლას.