მთიულური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:00, 24 აპრილი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მთიულური – საქართველოს მთის ხალხთა ცეკვების ჯგუფის საერთო სახელწოდება. მასში შედის: სვანური, ცერული, ქართლ-კახური მთიულური, აფხაზური და მოხეური ცეკვები, მხედრული, ხანჯლური და სხვ. მთიულური ცეკვების მუსიკალური ზომაა 6/8 ან 2/4, ტემპი – სწრაფი.