მოლექსე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:45, 24 აპრილი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მოლექსე – საფერხულო მწყობრში სასიმღერო ჰანგისა და სიტყვების წარმომთქმელი.
თითოეულ ნახევარმწყობრს თავისი მოლექსე ჰყავდა. ერთპირ ფერხულში, ისევე როგორც ერთგუნდოვან სიმღერებში, შესაძლებელი იყო ორი მოლექსეს ყოფნაც, რომლებიც ან მონაცვლეობით მღეროდნენ, ან ერთმანეთს ესიტყვებოდნენ. მოლექსეები, ამავე დროს, სანახაობის მომწყობნი და ხელმძღვანელებიც იყვნენ.