არავერბალური სემიოტიკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:13, 28 აპრილი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
არავერბალური სემიოტიკა – შედგება ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ ცალკეული დისციპლინებისაგან:
პარალინგვისტიკა – შეისწავლის არავერბალური კომუნიკაციის ბგერით კოდებს;
კინესიკა – ჟესტების ენის შემსწავლელი მეცნიერება;
ოკულესიკა – კომუნიკაციის პროცესში თვალების გამომეტყველების, მზერის შემსწავლელი მეცნიერება;
აუსკულტაცია – კომუნიკაციის პროცესში ბგერების სმენითი აღქმის შემსწავლელი მეცნიერება;
ჰაპტიკა – შეხებითი (ტაქტილური) კომუნიკაციის შემსწავლელი მეცნიერება;
ოლფაქცია – კომუნიკაციის პროცესში ყნოსვითი ორგანოს მონაწილეობის შემსწავლელი მეცნიერება.