პაპპოსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:21, 1 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პაპპოსი − (ბერძნ. pappos – „მამილო“), ძველრომაული ატელანების ტრადიციული პერსონაჟი, მდიდარი და მოსულელო ბერიკაცის ტიპი, ჩვეულებრივი სოფლის მაცხოვრებელი, რომელიც დროდადრო ჩამოდის ქალაქში და ხშირად შარში ეხვევა. ზოგჯერ წარმოსახული იყო როგორც სახელმწიფო თანამდებობის უიღბლო მაძიებელი და სასიყვარულო თავგადასავლების ხელმოცარული მიჯნური.