იშულანუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:50, 1 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იშულანუ(შუამდ.) ეპოსის „გილგამეშიანის“ ეპიზოდური პერსონაჟი, რომელიც სხვაგან არსად იხსენიება. ეპოსში მისი სახელი ნახსენებია იშთარის მიერ დაღუპულ საყვარლებს შორის.

იშულანუ იშთარის მამა, ანუს მებაღეა, რომელიც „მარადღე უზიდავდა ფინიკს, მარადღე სუფრას უმკობდა“. მაგრამ ქალღმერთი ამას არ სჯერდება და სიყვარულს მოსთხოვს. იშულანუ უარყოფს ამ წინადადებას („რა გსურს ჩემგან? რაც დედაჩემს გამოუცხვია, ვერ შევჭამ! როგორ შევჭამო მყრალი და წყეული პური?“), რის გამოც იშთარმა იგი ობობად აქცია და წისქვილის ბორბალში დაასახლა.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები