ქინგუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:52, 1 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქინგუ(ბაბილონ.) კოსმოგინიური ეპოსის პერსონაჟი, ღვთაებრივი არსება, ქაოსის ძალების წინამძღოლი, რომელსაც უნდა შეეცვალა დათრგუნული და დატყვევებული აბზუ. თიამათმა ქინგუ აბზუს ნაცვლად თავის მეუღლედ აირჩია და თავის ლაშქრის წინამძღოლად დანიშნა. მარდუქი ამარცხებს ქინგუს, მას კლავენ და მისი სისხლისაგან ადამიანს შექმნიან: „შებორკეს ქინგუ, ეას მიუყვანეს, დამნაშავედ გამოაცხადეს, სისხლი ამოართვეს, მისი სისხლისაგან კაცთა მოდგმა შექმნეს“.




წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები