ელახსართონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:09, 1 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ელახსართონ-ი (ოს. Елахсардтон) — ნართული ეპოსის პერსონაჟი, ნეგორ-ალდარის ძმა, მზეთუნახავ აგუნდას მამა (ზოგი ვარიანტით, ძმა), გორის ციხის მეპატრონე. აგუნდას ხელისმაძიებელმა სოსლანმა ელახსართონის ციხე ბათრაძის მეშვეობით აიღო. როგორც ჩანს, ელახსართონი იგივე ჩელახსართაგია, რომელიც სხვა ვარიანტებში ჩილახსართონად იწოდება.
ლიტერატურა
Нартовские сказания: Эпос осетинского народа. Книга 3. Владикавказ, 2005.