გეზოხი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:48, 1 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გეზოხ-ი (ბალყ.-ყარაჩ. Гезох) – ბალყარულ-ყარაჩული ნართული ეპოსის პერსონაჟი, სოზარის მამა, ინდილაების ნართული გვარის დამფუძნებლის – ინდილჲაჲს – სიძე. მოკლა ვინმე თემირ-ჩოქმა (მტრობის მიზეზი უცნობია).
ლიტერატურა
Нарты. Героический эпос балкарцев и карачаевцев. М., 1994.