მიჩიუანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:54, 1 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მიჩიუან-ი (ბალყ.-ყარაჩ. - Мичиуан) – ბალყარულ ყარაჩული ნართული ეპოსის პერსონაჟი, ნართი ჯადოქარი, რაჩიყაუს სიდედრი, რომელმაც ემეგენები (დევები) სიძის შეურაცხმყოფლის – ყარაშავაჲს – მოსაკლავად განაწყო, მაგრამ ამ უკანასკნელმა დევები დახოცა. მიჩიუანი იძულებული ხდება იშვილოს ყარაშავაჲ და რაჩიყაუსთან შეარიგოს. როგორც ჩანს, მიჩილიუ და მიჩიუანი ერთი და იგივე პირია, ორივენი უცხურთუქების გვარიდან არიან.
ლიტერატურა
- Нарты. Героический эпос балкарцев и карачаевцев. М., 1994;
- Джуртубаев М. Ч. Мифология и эпос карачаево-балкарского народа. Древние верования балкарцев и карачаевцев. Карачаево-Балкарский героический эпос. Нальчик, 2011.