ხიმიჩი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:06, 1 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ხიმიჩ-ი / ბოლათ-ხიმიჩ-ი (ბალყ.-ყარაჩ. Хымыч/Болат-Хымыч) – ბალყარულ-ყარაჩული ნართული ეპოსის პერსონაჟი. თქმულებათა ციკლი მასზე და მის ვაჟზე – ბათირაზზე, ეპოსის ოსური რედაქციისაგან განსხვავებით, თითქმის არ არსებობს. შემონახულია მხოლოდ სიმღერა, რომლის ტექსტში საუბარია ხიმიჩის მიერ ავარების ხანის ქალიშვილის ცოლად შერთვაზე. ორი უწინდელი მეუღლისგან შვილები არ ჰყოლია. სავარაუდოა, რომ ბათირაზის დედა სწორედ ავარელი პრინცესა იყო.
ლიტერატურა
Нарты. Героический эпос балкарцев и карачаевцев. М., 1994.