პროქსემიკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:37, 2 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პროქსემიკა - (ლათ. proxsimus – ახლომდებარე), სივრცითი კომუნიკაციების, დისტანციების წარმოშობის შემსწავლელი მეცნიერება. ადამიანთა ურთიერთობაში, ბიოლოგიურ კოდებთან ერთად, მონაწილეობს სოციალური კოდების ზედნაშენი: ინტიმური, პირადი, სოციალური დისტანციები. პროქსემიკას უდიდესი მნიშვნელობა აქვს თეატრალური სივრცის ორგანიზაციის, მიზანსცენების აგების თვალსაზრისით. განიხილება, აგრეთვე, როგორც არავერბალური კომუნიკაციის ფენომენი.