პროტოტიპი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:08, 3 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პროტოტიპი – (ბერძნ. protos – პირველი და typos – ანაბეჭდი, ნიმუში), რეალურად არსებული პირი, პირველსახე, მოდელი, რომლის მიხედვით ავტორი ქმნის პერსონაჟს. მისი გარდაქმნა ხდება შემოქმედებითი წარმოსახვის პროცესში, ავტორის მიზნების შესაბამისად. შესაძლებელია პროტოტიპად იქცეს თვით ავტორის პიროვნებაც.