რეჟისორი
რეჟისორი — კინოსა და თეატრსლური ხელოვნების ერთ-ერთი ძირითადი პროფესია. ხელმძღვანელობს სპექტაკლის შექმნის მთელ პროცესს; ახორციელებს პიესის ინტერპრეტაციას, განსაზღვრავს საერთო ამოცანას, რისთვისაც იდგმება პიესა რეჟისორის შემოქმედების უმნიშვნელოვანესი მხარეა მსახიობებთან – მუშაობა არა მარტო სცენური სახის შექმნის, არამედ მათი პროფესიული ზრდის თვალსაზრისითაც.
კინორეჟისორი – ფილმის დამდგმელი, რომელიც ხელმძღვანელობს მისი შექმნის მთელ შემოქმედებითსა და საწარმოო მუშაობას. ფილმის იდეურ-მხატვრული ჩანაფიქრის განსახორციელებლად რეჟისორი მუშაობს მსახიობებთან, დამდგმელ-ოპერატორთან, მხატვართან, კომპოზიტორთან, აღწევს ფილმის დრამატულ, რიტმულსა და სახვითს გადაწყვეტის ერთიანობას.
თეატრის რეჟისორი - თეატრალური ან კინემატოგრაფიული დადგმის სამხატვრო ხელმძღვანელი, დამდგმელი რომელიც აერთიანებს სპექტაკლის მოსამზადებელ ყველა სამუშაოს.
წყარო
მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი
ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი