კინორეჟისორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:06, 3 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კინორეჟისორი – ფილმის დამდგმელი, რომელიც ხელმძღვანელობს მისი შექმნის მთელ შემოქმედებითსა და საწარმოო მუშაობას. ფილმის იდეურ-მხატვრული ჩანაფიქრის განსახორციელებლად რეჟისორი მუშაობს მსახიობებთან, დამდგმელ-ოპერატორთან, მხატვართან, კომპოზიტორთან, აღწევს ფილმის დრამატულ, რიტმულსა და სახვითს გადაწყვეტის ერთიანობას.