რიბალტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:30, 3 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რიბალტი — მოხეტიალე მსახიობი პოლონეთში (მე-15 ს.). მოგვიანებით მათი დიდი ნაწილი დასახლდა ქალაქებში. აქ ისინი მართავდნენ საყოფაცხოვრებო თემატიკაზე აგებულ, ხალისიანი იუმორით აღსავსე პატარ-პატარა წარმოდგენებს, ე.წ. რიბალტურ კომედიებს.

რიბალტების ნაწილი ეკლესიის მომღერლებად იქცნენ, ნაწილი კი საეკლესიო სიმღერების მასწავლებლები გახდნენ. მე-17 საუკუნეში ისინი სრულიად გაქრნენ.



წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები