სარკაზმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:59, 4 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სარკაზმი – (ბერძნ. sarkasmos, სიტყვასიტყვით – ვგლეჯ ხორცს), ღვარძლიანი, სასტიკად ირონიული დაცინვა, რომელიც აგებულია გარეგნული უწყინარობის და აგრესიული ქვეტექსტის კონტრასტზე. სტრუქტურულად უახლოვდება ირონიას, რომელიც ანტიკურ საბერძნეთში იყოფოდა ოთხ სახეობად: გონებამახვილობა (asteismos), ხუმრობა (chlenasmos), დაცინვა, მასხრად აგდება (mycterismos), ბოროტად დაცინვა (sarkasmos).