საშინელებათა ტრაგედია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:14, 4 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„საშინელებათა ტრაგედია“ – XVI საუკუნის იტალიური თეატრისა და დრამატურგიის ჟანრი. აღმოცენდა სენეკას შემოქმედების გავლენით. მასში ასახული იყო ბოროტი ვნებანი, მხეცური სისასტიკეები; პიესები აღსავსე იყო მკვლელობათა სისხლიანი სცენებით.

„საშინელებათა ტრაგედიას“ საფუძვლად ედო პირქუში ცხოვრებისეული ფილოსოფია ბედის ცვალებადობის, ბედნიერების სწრაფწარმავლობის, ყოველივე არსებულის ამაოების შესახებ. იგი გამსჭვალული იყო რელიგიური თავშესაფრის ძიებით. „საშინელებათა ტრაგედიის“ ნიმუშებია – ჯირალდი ჩინტიოს „ორბეკა“ (1541), სპერონის „კანაკა“ (1542), დოლჩეს „მარიანა“ (1565), გროტოს „დალიდა“ (1572).



წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები