სეგიდილია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:45, 4 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სეგიდილია — (ესპ. seguida – სიუიტა) – ანდალუზიური წარმოშობის ესპანური ხალხური ცეკვა-სიმღერა (XV ს.), მეტად ცოცხალი, მკვირცხლი. XVIII საუკუნეში მიიღო მუსიკალურ-ლიტერატურული ფორმა და შეტანილ იქნა დრამატულ სპექტაკლებში. ცნობილია სეგიდილიას რამდენიმე სახეობა. ზოგჯერ მას ასრულებს შერეული წყვილი, ზოგჯერ ორი ქალი. სრულდება გიტარაზე დაკვრის, კასტანიეტების ტკაცუნის, სიმღერის თანხლებით.