სემანტიკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:59, 4 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სემანტიკა – (ბერძნ. semantikos – აღმნიშვნელი), ლოგიკის ან მეტალოგიკის და სემიოტიკის დანაყოფი, რომელიც ემსახურება ერთმანეთთან კავშირში მყოფი ცნებების ანალიზს.
სემანტიკა გამოყოფს მნიშვნელობას, შიდააზრს და პასუხობს შეკითხვას – რას ნიშნავს ესა თუ ის ცნება, ტერმინი, გამოთქმა, მოსაზრება, ჩანაწერი, ფორმულა. თეატრალურ კულტურაში სემანტიკა ემსახურება ალეგორიის, სიმბოლოს, პარაბოლის, მეტაფორის გაშიფრვას.