სიუჟეტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:39, 4 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სიუჟეტი – (ფრანგ. sujet – საგანი), მოქმედების განვითარება მოვლენათა რიგის მიხედვით თხრობით და დრამატულ ნაწარმოებებში (ზოგჯერ ლირიკულშიც). სიუჟეტს წარმოშობს ფაბულის მხატვრული დამუშავება, მისი ორგანიზაცია დროსა და სივრცეში. ფაბულისგან განსხვავებით, სიუჟეტი შინაარსს გამოსახავს ფორმით, სტილით. მასში მთელი ძალით არის მოცემული პერსონაჟების მისწრაფებები, ვნებები და განცდები.

სიუჟეტს წარმოშობს ერთი ან ერთმანეთთან დაკავშირებული რამდენიმე ამბავი, რაც შეადგენს მხატვრული ნაწარმოების შინაარსს და გამოავლენს მოქმედ პირთა ხასიათსა და ურთიერთობებს. სიუჟეტი არის ფაბულის მხატვრული წარმოსახვა, რაც ქმნის ხასიათების და სიტუაციების სისტემას. სიუჟეტის განვითარების ძირითადი ელემენტია სიტუაცია. მისი კერძო სახეობაა კოლიზია – პერსონაჟთა გარკვეული წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება. სწორედ ეს ქმნის ინტრიგას და სიუჟეტის განვითარების შინაგან ფაქტორად გვევლინება.

ეპოსის განვითარების ადრეულ სტადიაში სიუჟეტი აიგებოდა ქრონოლოგიური პრინციპით, ეპიზოდების თანმიმდევრული გადმოცემით. ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში წარმოიშვა ერთი მოვლენის ირგვლივ არსებული, ე.წ. კონცენტრირებული სიუჟეტი თავისი კვანძით, კულმინაციით და კვანძის გახსნით, რაც შემდგომ იქცა დრამის აგების უმთავრეს ხერხად.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები