სამსახიობო ტექნიკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:41, 5 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სამსახიობო ტექნიკა – (ბერძნ. techne – ოსტატობა, ხელოვნება), პროფესიული ხერხების ერთობლიობა, რომელიც შეძენილია სწავლის ან დაკვირვების შედეგად. ჩვევისგან განსხვავებით, განიცდის მუდმივ ცვალებადობას და სრულყოფას. ტექნიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საშემსრულებლო ხელოვნებაში. სამსახიობო ტექნიკის სახეობებია: ფსიქოტექნიკა, მეტყველების, მოძრაობის, ჟესტის, მიმიკის, მზერის ტექნიკა და სხვ.