ფაბლიო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:20, 8 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფაბლიო – (ფრანგ. fabliau, ძველფრანგ. fablel – იგავი; < ლათ. fabula – ამბავი, მონათხრობი), მცირე ზომის გალექსილი კომიკური ან სატირული ამბავი მე-12-14 საუკუნეების ფრანგულ ლიტერატურაში.

შემონახულია დაახლოებით 150 ფაბლიო. მათი უმრავლესობა ანონიმურია. ფაბლიოს წერდნენ ცნობილი პოეტებიც (მაგ. რიუტბიოფი). ფაბლიოში უხეშნარევი იუმორი (ფაბლიო ენათესავება ფარსს) მიერთებულია ზნეობრივ დამრიგებლობასთან. მისი მთავარი კომიკური პერსონაჟები არიან: ავხორცი მღვდლები და ბერები, რქადადგმული ქმრები, უბირი გლეხები. ფაბლიომ მოახდინა ზეგავლენა რენესანსული ნოველის ფორმირებაზე (ჯ. ბოკაჩო და სხვ.). მოგვიანებით, ფაბლიოს სიუჟეტები და სტილისტური თავისებურებები გამოიყენეს ჟ. ლაფონტენმა, მოლიერმა, ბალზაკმა, ა. ფრანსმა.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები