ფეტიშიზმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:09, 8 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ფეტიშიზმი - (ფრანგ. fetiche – კერპი, ავგაროზი), პრიმიტიული რელიგია, უსულო საგნების კულტი, მათთვის ზებუნებრივი თვისებების მიწერა. გავრცელებული იყო ყველა პირველყოფილ ხალხებში.ფეტიშიზმის გადმონაშთია ავგაროზებისა და ავგაროზ-ფარების რწმენა.
ფეტიშიზმთან დაკავშირებული იყო მრავალფეროვანი რიტუალები, რომელთა ორგანიზაციამ ხელი შეუწყო თეატრის წარმოშობას.
წყარო
- მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი
- პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში