შაიოკუგეკიჯოო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:22, 16 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
შაიოკუგეკიჯოო – (იაპ. „მემარცხენე თეატრი“) – შინგეკის ჟანრის იაპონური თეატრალური დასი. მეთაურობდა მოძრაობას პროლეტარული თეატრისათვის. დაფუძნებულ იქნა 1928 წ. ტოკიოში. დასის მოღვაწეობა მიმდინარეობდა შეზღუდვებით. 1934 წ. შაიოკუგეკიჯოო დაიხურა.