შინკობაია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:25, 16 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
შინკობაია – ძველი გართობა-თამაშობა სამეგრელოში. მოთამაშენი მიწაზე წვებიან, ვითომ ნესვები არიან. მოთამაშეთა შორის ერთი მებაღეა და ჰყავს ძაღლი, მეორე კი ქურდია და ცდილობს მებაღეს რამენაირად ნესვი მოპაროს. როცა ქურდი მიზანს აღწევს, გარბის, მებაღე კი მისდევს. თუ მებაღემ ქურდი დაიჭირა, იგი გამარჯვებულად ითვლება, თუ ვერა – დამარცხებულად. შინკობაია გამოირჩეოდა მოქმედების მრავალფეროვნებით და იმპროვიზაციით.