ხალხური დრამა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:47, 18 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ხალხური დრამა – უშუალოდ ხალხის წიაღში წარმოშობილი თეატრალიზებული სანახაობა, მჭიდრო კავშირში მყოფი ხალხურ ზეპირსიტყვიერებასთან დრამატული ქმედების ელემენტები მოცემული იყო საერო, საკულტო და რელიგიურ დღესასწაულებში. დიონისეს საპატივცემულოდ გამართული ძველ-ბერძნული სამიწათმოქმედო დღესასწაულებიდან იშვა ბერძნული ტრაგედია და კომედია. ხალხური დრამის ნაშთები ყველა ხალხებშია შემორჩენილი და უაღრესად საინტერესო მასალას გვაწვდის ამა თუ იმ ერის ეთნოგენეზის და ეთნო-კულტურის ირგვლივ.