ბომარშე პიერ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:42, 22 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პიერ ბომარშე − (ფრანგ. Pierre Beaumarchais, ნამდვ. გვარსახ. პიერ ოგიუსტენ კარონი, 1732-1799), ფრანგი დრამატურგი და პუბლიცისტი. დაიბადა პარიზში. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო მდაბიური დრამებით „ევგენია“ და „ორი მეგობარი“. მისი სატირული ნიჭი განსაკუთრებული ძალით გამოვლინდა ფიგაროს შესახებ შექმნილ ტრილოგიის პირველ ნაწილში „სევილიელი დალაქი ანუ ამაო სიფრთხილე“ და „შეშლილი დღე ანუ ფიგაროს ქორწინება“ ფიგაროს მესამე ნაწილი „ბოროტმოქმედი დედა ანუ მეორე ტარტიუფი“ მოკლებულია სატირულ სიმწვავეს.