პოლიტიკური თეატრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:14, 23 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

პოლიტიკური თეატრი – პირობითი სახელწოდება იმ თეატრისა, სადაც აქცენტირებულია მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. ასეთი თეატრების კლასიკური ნიმუშებია აგიტპრომი, დოკუმენტური დრამა, პოლიტიკოთერაპია (და სხვ.).

ყველა ეს ჟანრული დანაყოფები ხასიათდება დოქტრინული (მანიფესტური) მიდგომით, მსოფლმხედველობის უპირატესობით ყველა სხვა კომპონენტთან შედარებით. პოლიტიკური თეატრის გამორჩეული წარმომადგენლები არიან: ე. პისკატორი, ბ. ბრეხტი, ა. ბოალი, ფ. ვოლდი, გ. ოტტო, ვ. მეიერხოლდი და (სხვ.).

მხატვრულ პრაქტიკაში პოლიტიკური თეატრი ხშირად იყენებს პირდაპირ მიმართვას დარბაზისაკენ, დიდაქტიკას, სიმღერა-კომენტარებს, გროტესკულ გრიმს და ნიღაბს. მისი ერთ-ერთი ყველაზე რჩეული ხერხია მიმოხილვითი (პანორამული) წარმოდგენები, სადაც გამოყენებულია სტატისტიკური მონაცემები, დიაგრამები, დოკუმენტური კინოკადრები.



წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები