დორვალი მარი
მარი დორვალი – (ფრანგ. Marie Dorval, ნამდვილი გვარი მარია ამელია თომასა დელონე ფრამგ. Marie Amelie Thomase Delaney, 1798-1849), ფრანგი მსახიობი ქალი. 1818 წლიდან მუშაობას იწყებს პარიზის ერთ-ერთ საუკეთესო ბულვარების თეატრში „პორტ-სენ-მარტენი“, რომელთანაც დაკავშირებულია მთელი მისი შემოქმედებითი ცხოვრება. 1834-38 წლებში იყო „კომედი ფრანსეზის“ მსახიობი, დიდი წარმატებით ითამაშა რამდენიმე როლი, მაგრამ ვერ გაუძლო მის, როგორც „ბულვარების მსახიობის“ მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულებას და წავიდა ამ თეატრიდან იგი იყო ქალებს შორის სცენური რომანტიზმის უთვალსაჩინოესი წარმომადგენელი, მელოდრამებში და რომანტიკულ დრამებში ქმნიდა გულწრფელ, მიზანდასახული ქალების მხატვრულ სახეებს, რომელთა ბრძოლა საკუთარი უფლებების დასაცავად, იწვევდა მაყურებლის დიდ თანაგრძნობას. მისი მუდმივი პარტნიორები იყვნენ დიდი ფრანგი მსახიობ-რომანტიკოსები პ. ბოკაჟი და ფრედერიკ-ლემეტრი.