ეზოპე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:34, 30 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ეზოპე – (ბერძ. Αἴσωπος Aísōpos; მე-6. ს. ძვ.წ.), ნახევრადლეგენდარული ძველბერძენი მეიგავე, მიჩნეულია იგავის შემქმნელად (ჩამომყალიბებლად). გადმოცემის მიხედვით იყო სახალხო ბრძენი, კოჭლი მონა, დელფიელი ქურუმების გადაწყვეტილებით. კლდიდან გადმოგდებული. მას მიეწერება თითქმის ყველა ანტიკური იგავის ავტორობა, რომელიც მე-4-3 სს. ძვ.წ. გამოიცა კრებულის სახით „ეზოპეს იგავები“. განსაკუთრებული გავრცელება ჰპოვა მე-10-15 საუკუნეებში.