ენიუსი კვინტუს
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:43, 30 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ენიუსი კვინტუს – (ლათ. Quintus Ennius, 239-169), ძველრომაელი პოეტი და დრამატურგი. მისი ტრაგედიებიდან შემორჩენილია მხოლოდ 20 ფრაგმენტი იყო ელინურ კულტურასთან დაახლოების მომხრე. პიესებს ქმნიდა ბერძნულ მითოლოგიასა და დრამატურგიაზე დაყრდნობით („მედეა“, „ჰექტორის გამოსასყიდი“, „იფიღენია“, „ანდრომახა“; კომედიები: „სასტუმროს დიასახლისი“, „პანკრატიასტი“ და სხვ.). პიესების შინაარსში, მეტრიკაში და სტილში შეჰქონდა წმინდა ლათინური ელემენტები.