ატიკური კომედია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:55, 1 ივნისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ატიკური კომედია – ძველბერძნული დრამატურგიის ჟანრი. განვითარდა ძვ. წ. V საუკ. ატიკაში (შუა საბერძნეთის სამხრეთ-აღმოსავლეთი მხარე, მთავარი ქალაქი ათენი). „ატიკური კომედიის“ ცნება შეიცავს „ძველ ატიკურ კომედიას“, „შუა ატიკურ კომედიას“, „ახალ ატიკურ კომედიას“.
ატიკური კომედიის განვითარების ისტორიაში, სამწუხაროდ, არისტოფანეს გარდა ჩვენამდე არ მოუღწევია არც ერთი კომიკოსი მწერლის ნაწარმოებებს, გარდა მხოლოდ უმნიშვნელო ნაწყვეტებისა, რომელთა შემწეობით შეიძლება წარმოვიდგინოთ მხოლოდ ზოგადი ხასიათი არისტოფანეს წინადროინდელი ატიკური კომედიისა.
ატიკური კომედიის უძველესი წარმომადგენლები იყვნენ: ქიონიდე; მაგნეტი; ეკფანტიდე; ამფეისია; ლევკონი; კრატინე.