კროპივნიცკი მარკ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:53, 2 ივნისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მარკ კროპივნიცკი − (უკრ. Марко Лукич Кропивницький, 1840-1910), უკრაინელი დრამატურგი, თეატრალური მოღვაწე, რეჟისორი, მსახიობი, კომპოზიტორი, მხატვარი. უკრაინული პროფესიული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი. დაწერა 40-ზე მეტი პიესა, დრამები, კომედიები, ვოდევილები. საუკეთესონი მათ შორის შესულია უკრაინის კლასიკური დრამატურგიის საგანძურში.