ლესაჟი ალენ რენე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:39, 2 ივნისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ალენ რენე ლესაჟი − (ფრანგ. Alain-René Lesage, 1668-1747), ფრანგი მწერალი, დრამატურგი. დემოკრატიული ოპოზიციური ლიტერატურის ერთ-ერთი უთვალსაჩინოესი წარმომადგენელი. დასაწყისში თანამშრომლობდა „კომედი ფრანსეზთან“. ცენზურული პრობლემების გამო დაუკავშირდა „ბაზრობების თეატრს“, რომლისთვისაც დაწერა 100-ზე მეტი პიესა. სხვა დრამატურგებთან ერთად გამოსცა პიესების კრებული „ბაზრობების თეატრი“.