ლივიუს ანდრონიკუსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:59, 2 ივნისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ლივიუს ანდრონიკუსი − (ლათ. Livius Andronicus, დაახლ. 280-204 ძვ. წ.), ერთ-ერთი პირველი რომაელი პოეტი, მთარგმნელი, მწერალი, რომაული დრამატული მწერლობის ფუძემდებელი. დაწერა დაახლოებით 14 ტრაგედია. მათ შორის: „აქილევსი“, „ტროას ცხენი“, „ანდრომახა“, „ტერეოსი“, „ჰერმიონა“. მისი თხზულებები შემორჩა ნაწყვეტების სახით.