პაკუვიუსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:33, 6 ივნისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პაკუვიუსი – (ლათ. Marcus Pacuvius, დაახლ. 220 – დაახლ. 130 ძვ.წ.), ძველრომაელი დრამატურგი და ფერმწერი. დაწერა 12 ტრაგედია ბერძნულ სიუჟეტებზე და ერთი ტრაგედია რომაულ სიუჟეტზე (პრეტექსტატა) – „პავლე“. მისი ნაწარმოებები ცნობილია მხოლოდ ფრაგმენტების მიხედვით.