პელიკო სილვიო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:55, 6 ივნისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სილვიო პელიკო – (იტალ. Silvio Pellico, 1789-1854), იტალიელი მწერალი, დრამატურგი. დასაწყისში იყო ჟურნალისტი და თეატრალური კრიტიკოსი. შემდგომში დაწერა 12 ტრაგედია, რომელთაგან განსაკუთრებული წარმატება წილად ხვდა ტრაგედიას „ფრანჩესკა და რიმინი“. აკრძალულ იქნა მისი პატრიოტული პიესები „ეუფემიო და მესინა“, „ესთერ დ’ენგადი“. ქრისტიანული შემწყნარებლობით გაჟღენთილია მისი პიესა „თომას მოორი“. ითამაშა მნიშვნელოვანი როლი იტალიური რომანტიზმის ფორმირებაში.