სკალა ფლამინიო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:15, 7 ივნისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ფლამინიო სკალა − (იტალ. Flaminio Scala, დაბ. მე-16 ს. I ნახ. – გარდ. მე-17 ს. დასაწყისში), იტალიელი მსახიობი. ცნობილი იყო ფლავიოს სახელით. იყო კომედია დელ’არტეს სხვადასხვა დასების წევრი. წარმატება ჰქონდა „მიჯნურების“ როლებში. მას ეკუთვნის პირველი ბეჭდვითი კომედია დელ’არტეს სცენარების კრებული, რომლებიც გამოიყენა ბევრმა გამოჩენილმა მსახიობმა და ასევე მოლიერმა და კ. გოლდონიმ.