სკოფილდი პოლ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:50, 7 ივნისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პოლ სკოფილდი − (ინგლ. David Paul Scofield, 1922-2008), ინგლისელი მსახიობი. სათანადო სკოლის გავლის შემდეგ, 1945-46 წლებში მუშაობა დაიწყო „ბირმინგემის სარეპერტუარო თეატრში“. აქ ჩაეყარა საფუძველი მის თანამშრომლობას პ. ბრუკთან, რამაც განაპირობა მისი შემოქმედებითი მომავალი. მოღვაწეობდა ლონდონის სხვადასხვა თეატრებში. 1955 წელს დიდი წარმატებით შეასრულა ჰამლეტის როლი. მოგვიანებით, ასეთივე წარმატებით მეფე ლირი პ. ბრუკის სპექტაკლში. გამოირჩეოდა მაღალი საშემსრულებლო კულტურით.