ცეცილიუს სტაციუსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:05, 9 ივნისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ცეცილიუს სტაციუსი − (ლათ.Caecilius Statius, დაახლ. 220-168 ძვ.წ.), ძველრომაელი დრამატურგი. შემორჩენილია მისი კომედიების 40 სახელწოდება და მცირე ნაწყვეტები ამ პიესებიდან (დაახლ. 300 ლექსი). შედარებით ფართო ფრაგმენტები შემორჩა კომედიიდან „ყელსაბამი“.