დადიანი შამადავლა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:38, 16 ივნისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
შამადავლა დადიანი-გურიელი - სვანთა ერისთავი და მანდატურთუხუცესი 1470-1474 წწ-ში. ამ სამოხელეო ტიტულებით იხსენიება იგი ლაფსყალდის ხატის წარწერაში: „მეოხ და მფარველ ექმენ დადიან-გურიელს, სვანთა ერისთავს, მანდატურთუხუცესსა სამადავლეს“. მისი უდიდესი მხარდაჭერით ქართლ-იმერეთის მეფე ბაგრატ VI-მ (1466-1678) მოიწვია ანტიოქიის პატრიარქი მიხაელი, (1474-1484), რომელმაც დასავლეთ საქართველოს კათალიკოსად აკურთხა ცაიშელ-ბედიელი იოაკიმე და შეადგინა დოკუმენტი „მცნებაჲ სასჯულოჲ“, რომელიც საფუძვლად დაედო დასავლეთ საქართველოს ეკლესიის მცხეთის ტახტისაგან კანონიკურ დამოუკიდებლობას.
წყაროები და ლიტერატურა
- თაყაიშვილი 1937: 393;
- ქისკ 2014: 185-198;
- ბახტაძე 2003: 222.
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში