დოდეკაფონია
დოდეკაფონია - (ბერძნ. თორმეტბგერიანობა) მუსიკის შეთხზვის მეთოდი, როცა ბგერათა შორის კილოური კავშირი ირღეევა და ქრომატულ გამის თორმეტივე ბგერა თანასწორუფლებიანი ხდება. დოდეკაფონის მეთოდით მუსიკის შეთხზვა პირველად სცადა ავსტრიელმა კომპოზიტორმა ი. ჰაუერმა (1910-იანი წლები). არსებითად კი დოდეკაფონის მეთოდი დაამკვიდრა ა. შონბერგმა. (5 საფორტეპიანო პიესა თხზ. 23. 1923). დოდეკაფონის არსი ის არის, რომ მუსიკალური ქსოვილის შემადგენელი მელოდიური ხმები და ბგერათა კომპლექსები იწარმოება ე.წ. სერიიდან (რიგიდან) – თორმეტი სხვადასხვა სიმაღლის ბგერის გარკვეული თანმიმდევრობიდან. სერია შეიცავს ქრომატული ბგერათარიგის ყველა ტონს, რომელთაგან არცერთი არ მეორდება. დოდეკაფონიას ზოგჯერ იყენებენ ნაწარმოების მხოლოდ ცალკეულ ეპიზოდებში.
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")