ტაბარზა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:29, 19 ივნისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტაბარზა

ტაბარზაგარგარის სომხური ჯიშია. საქართველოში ნაკლებად გვხვდება, ისიც ცალკე მდგომი ხეების სახით. ტაბარზა კარგ საკომპოტე ჯიშად ითვლება. კარგი დამამტვრიანებელია აგრეთვე სხვა ჯიშებისათვის.

ხე ინვითარებს მრგვალ ხშირ ვარჯს. ფოთოლი მსხვილია, წითელი ყუნწით. ყვავილობა საშუალო პერიოდისა ახასიათებს. ნაყოფი მოგრძო–მრგვალი ფორმისაა. ბოლოში ცოტათი შევიწროებული. ღარი ნაკლებად ემჩნევა. ნაყოფის კანი სქელია, მკვრივი, ნარინჯისფერი, წითელი ლოყით. ნაყოფის ხორცი ნარინჯისფერია, კურკა ადვილად სცილდება.


წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები