ბასმალა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:24, 19 ივნისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბასმალა - მუსლიმებში ღვთის ყველაზე მოკლე და ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველაზე გავრცელებული სადიდებელი, რომელიც ასე ჟღერს: ბი-სმი-ლლაჰი-რ-აჰმანი-რ-რაჰიმი („სახელითა ალაჰისა, მოწყალისა, მწყალობლისა“). სხვაგვარად მას თასმია ეწოდება. ამ ფორმულით იწყება ყურანის ყველა სურა, გარდა მე-9-ისა. ბასმალას წარმოთქვამენ ყველა საქმის დაწყების წინ, მით უფრო ლოცვისა და ქადაგებისას.
ბასმალა წარმოადგენს დეკორატიულ მოტივსაც და ხშირად გამოიყენება ხელნაწერებსა და არქიტექტურულ ორნამენტებში.